აპრ
01
მარ
16
საქართველოს ახალგაზრდა ენერგეტიკოსთა ასოციაციის ორგანიზებით ამა წლის 18 მარტიდან 8 აპრილის ჩათვლით, ყოველ შაბათს, ტარდება ტრენინგ-კურსი: ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის ბაზრების მუშაობის პრინციპები: ეკონომიკური, ტექნიკური, ბიზნეს და სამართლებრივი (რეგულირება) ასპექტები. ტრენინგი გათვლილია ენერგეტიკის სექტორში დასაქმებული ექსპერტებისთვის, ჟურნალისტებისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, სტუდენტებისთვის და ზოგადად ენერგეტიკის, ეკონომიკის, ფინანსების, სამართლის და ბიზნესით დაინტრესებული პირებისათვის.... read more →
მარ
12
ბერლინიდან ავტომობილით სამხრეთ-დასავლეთით მიმავალი, 60 კილომეტრის გავლის შემდეგ ბრანდენბურგის პატარა სოფელ ფელდჰეიმში აღმოჩნდებით. სახლების სახურავებზე გერმანული დასახლებისთვისაც კი ჩვეულებრივზე მეტი მზის პანელი, სოფლის ირგვლივ კი უჩვეულოდ ბევრი ქარის ტურბინაა. თუმცა როგორც წესი, აქ მიმავალმა უკვე იცის, რომ სტუმრობს უნიკალურ სოფელს, რომელიც სრულადაა დამოკიდებული ადგილობრივ, განახლებად ენერგიაზე. ფელდჰეიმში 145-მდე მოსახლეა. ელექტროენერგიას,... read more →
მარ
12
ევროპაში განახლებადი წყაროებისგან მიღებული ენერგიის საერთო რაოდენობამ 2014 წლისთვის 16 პროცენტს მიაღწია, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ტენდენცია იზრდება. ევროკავშირის მიერ დაწესებული დირექტივის მიხედვით, 2020 წლისათვის წევრი ქვეყნების ენერგომოხმარების 20 პროცენტი განახლებადი ენერგიის წყაროებისგან უნდა იყოს მიღებული. ევროკავშირის წევრი ქვეყნების ენერგომოხმარების წილი განახლებადი ენერგიის წყაროებზე, წლების მიხედვით ფოტო: Eurostat ევროკავშირთან... read more →
მარ
12
დანიაში იმაზე მეტ განახლებად ენერგიას აწარმოებენ, რამდენსაც ქვეყანა მოიხმარს. გერმანია კი ამ გზით ფარავს მოხმარებული ელექტროენერგიის 87%-ს. საქართველოში ენერგოგენერაციის ძირითადი წყარო ისევ ჰიდრორესურსებია. განახლებადი ენერგიის წყაროების უპირატესობა კი იმაში მდგომარეობს, რომ მათი რესურსი ამოუწურავია და გლობალურ გარემოს ნაკლებ ზიანს აყენებს. აგორა ენერჯივიენდეს, ელექტროენერგიის საკითხებში გერმანული საკონსულტაციო ფირმის, მონაცემების მიხედვით, წინა... read more →