მოგვწერეთ info@aypeg.ge

საქართველოს ენერგეტიკული სექტორისათვის კვლევებისა და ტრენინგის საჭიროებების შეფასება

საქართველოს ახალგაზრდა ენერგეტიკოსთა ასოციაციამ აშშ არასამთავრობო ორგანიზაციასთან „პარტნიორობა ეკონომიკური განათლებისა და კვლევებისათვის“ თანამშრომლობით განახორციელა პროექტი – „საქართველოს ენერგეტიკული სექტორისათვის კვლევებისა და ტრენინგის საჭიროებების შეფასება“. პროექტის მიზანი გახლდათ საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში არსებული პრობლემური საკითხების გამოვლენა და ტრენინგის საჭიროებების შეფასება სექტორის მასშტაბით. სამიზნე ჯგუფი მოიცავდა საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში მოქმედ კერძო კომპანიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, საერთაშორისო ფონდებს და სახელმწიფო დაწესებულებებს და ასევე ელექტროენერგიის მსხვილ მომხმარებლებს. განხორციელდა 56 შერჩეული ორგანიზაციიდან 41 ორგანიზაციის გამოკითხვა. დანარჩენმა ნაწილმა უარი განაცხადა გამოკითხვაში მონაწილეობაზე.

შედეგების მიხედვით გამოვლინდა დამატებითი კვლევის/ანალიზის საჭიროება შემდეგ სფეროებში:

  • ენერგოეფექტიანობა (რამდენად მომგებიანია კერძო სექტორში ენერგოეფექტიანი ტექნოლოგიების დანერგვა, რა ღონისძიებები უნდა განხორციელდეს ენერგიის ეფექტიანი გამოყენების გაზრდისათვის, და ა. შ.);
  • ენერგეტიკული პოლიტიკა (ისეთი საკითხები, როგორიცაა კონკურენციის გაზრდა, ბაზრის გახსნა, თუ რამდენად მომგებიანია ენერგეტიკულ თანამეგობრობაში ინტეგრაცია ქვეყნისთვის და თითოეული კერძო კომპანიისთვის, და ა. შ.)
  • ელექტროენერგეტიკის ტარიფები (ტარიფების მეთოდოლოგია, სეზონური (დღიური) ტარიფების დაწესების შედეგების პროგნოზირება გენერაციის ობიექტებისათვის, გამანაწილებლებისათვის, მომხმარებლებისათვის და სექტორის მასშტაბით);
  • პროექტმა ასევე გამოავლინა ტრენინგის საჭიროება შემდეგი მიმართულებებით: ტექნიკური და საინჟინრო სფერო, ჰიდროელექტრო სადგურის მშენებლობის მართვა და ენერგეტიკული აუდიტი.
  • Date მარტი 12, 2017
  • Tags განხორციელებული