შინამეურნეობათა ენერგიის მოხმარების კვლევა
საქართველოს ახალგაზრდა ენერგეტიკოსთა ასოციაცია შინამეურნეობათა ენერგიის მოხმარების კვლევა ჩაატარა. კვლევის მიზანი გახლდათ საყოფაცხოვრებო სექტორის ენერგიის მოხმარების თავისებურებების შესწავლა და მიღებული მონაცემების გამოყენება ენერგეტიკული დაგეგმვისა და მოდელირებისათვის.
შინამეურნეობათა ენერგო გამოკითხვა ჩატარდა ქვეყნის მასშტაბით და კვლევის შედეგები წარმოდგენილია როგორც ქალაქის, ისე სოფლის შინამეურნეობების დონეზე. აღნიშნული კვლევა წარმოადგენს ერთ-ერთი მნიშვნელოვან კომპონენტს ქვეყნის ენერგო სტატისტიკის გაუმჯობესებისა და ენერგეტიკული სტრატეგიის შემუშავებისთვის.
კვლევა განხორციელდა USAID-ის ჰიდროგენერაციისა და ენერგეტიკის დაგეგმვის პროექტის ფინანსური მხარდაჭერით.
- Date მარტი 13, 2017
- Tags განხორციელებული