მოგვწერეთ info@aypeg.ge
სასწავლო ტური ბოლდოდა ჰესში

სასწავლო ტური ბოლდოდა ჰესში

საქართველოს ახალგაზრდა ენერგეტიკოსთა ასოციაციამ მოაწყო სასწავლო ტური კახეთის რეგიონში. ტურის მიზანი გახლდათ მცირე (2 მგვტ) ჰიდროელექტრო სადგურის – ბოლდოდა ჰესის ოპერირების პრინციპების შესწავლა. ბოლდოდა ჰესი მდებარეობს ლოპოტას ტბის ახლოს სოფელ ნაფარეულის ტერიტორიაზე. სასწავლო ტურში მონაწილეობა მიიღეს ენერგეტიკის სტუდენტებმა და ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენლებმა. მონაწილეებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია ჰიდროელექტრო სადგურის ტექნიკური სტრუქტურისა და ფუნქციონირების შესახებ.
  • Date მარტი 12, 2017
  • Tags განხორციელებული