მოგვწერეთ info@exergy.ge
კონფერენციის „ენერგეტიკული სექტორის ახალგაზრდა ლიდერები“ თანაორგანიზება

კონფერენციის „ენერგეტიკული სექტორის ახალგაზრდა ლიდერები“ თანაორგანიზება

2012 წლის მაისში საქართველოს ახალგაზრდა ენერგეტიკოსთა ასოციაციამ შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული ჰიდროენერგეტიკაში ინვესტიციების ხელშეწყობის პროექტთან (HIPP), რომელსაც ახორციელებს საკონსულტაციო კომპანია დელოიტი, და თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლასთან (ISET)თანაორგანიზებით ჩაატარა კონფერენცია თემაზე „ენერგეტიკული სექტორის ახალგაზრდა ლიდერები“. კონფერენციის მიზანი გახლდათ საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში ახალგაზრდა ლიდერების ხელშეწყობა და გაძლიერება, ღია დისკუსიის სტიმულირება და ჰიდროენერგეტიკაში ინვესტიციების მიმდინარე საკითხებზე ინფორმაციის გაცვლა, რომელიც ხელს შეუწყობს ენერგეტიკის საკითხებით დაინტერესებული მხარეების კოორდინაციას. კონფერენციას ესწრებოდნენ შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების სამინისტროს და სხვა დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლები, და ასევე ეკონომიკური და ელექტროენერგეტიკული ფაკულტეტების სტუდენტები.
  • Date მარტი 12, 2017
  • Tags განხორციელებული