მოგვწერეთ info@exergy.ge

ჩვენს შესახებ

ხედვა

ეკონომიკურად, სოციალურად და ეკოლოგიურად მდგრადი ენერგეტიკული სექტორის ჩამოყალიბება სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ჩართულობით ყველა დონეზე, საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ.

მისია

საქართველოს ახალგაზრდა ენერგეტიკოსთა ასოციაცია არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს ენერგეტიკულ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და მდგრადი ენერგეტიკული პოლიტიკის შემუშავებას სტრატეგიული პარტნიორობის, ინოვაციური კვლევების,  განათლების, კონსულტაციისა და პოპულარიზაციის მეშვეობით.

მიზნები

საქართველოს ახალგაზრდა ენერგეტიკოსთა ასოციაცია ორიენტირებულია საქართველოში მდგრადი ენერგეტიკული სექტორის ჩამოყალიბებაზე და მისი მისიის განსახორციელებლად, ჩვენი კონკრეტული მიზნებია:

  • ენერგეტიკის ფაკულტეტების, ენერგოკონცენტრაციის სტუდენტებისა და ახალგაზრდა ენერგეტიკოსების კოორდინირება, პროფესიული ცოდნის ურთიერთგაცვლა და კვალიფიკაციის ამაღლება.
  • სამეცნიეროკვლევებისჩატარებადამათიპოპულარიზაციასაქართველოსენერგოსექტორშიარსებულაქტუალურთემებზე.
  • საზოგადოების ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება ენერგო ეფექტიანობის, განახლებადი ენერგიებისა და გარემოს დაცვის საკითხებში.
  • ენერგეტიკის სფეროს მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზის სრულყოფა-განვითარების პროცესში მონაწილეობა.
  • ენერგეტიკის საკითხებზე ორიენტირებულ ადგილობრივ-რეგიონალურ და საერთაშორისო არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა.
  • ინფორმაციაზე ღია და ეფექტიანი წვდომის უზრუნველყოფა.
  • პროფესიონალი ენერგეტიკოსების ჩამოყალიბებისათვის ჯანსაღი გარემოს შექმნა.

ჩვენი ძირითადი ღირებულებები:

ჩვენ ვართ ახალგაზრდა ენერგეტიკოსები, რომლებიც მხარს ვუჭერთ საქართველოს ენერგეტიკული სექტორის გარდაქმნას მდგრად, ეკონომიკურად დამოუკიდებელ და ეკოლოგიურად მეგობრულ ენერგეტიკულ სისტემად. ჩვენ ამოცანაა საზოგადოებისთვის წარმოვადგენდეთ საიმედო და ღირებულ ასოციაციას. ამისათვის, გაგვაჩნია საკუთარი მისია, მიზნები და ღირებულებები, რომლებიც გამოხატავს ჩვენს რწმენას, თუ როგორ ვიმოქმედებთ და რა არის ჩვენი, როგორც ორგანიზაციის, მისწრაფება.

  • პროფესიონალიზმი
  • ანგარიშვალდებულება
  • გუნდური მუშაობა
  • თანამშრომლობისთვის მზაობა
  • შემოქმედებითობა