მოგვწერეთ info@exergy.ge
მდგრადი ენერგეტიკის პოლიტიკური ეკონომიკის ახალი სალექციო კურსის შემუშვება

მდგრადი ენერგეტიკის პოლიტიკური ეკონომიკის ახალი სალექციო კურსის შემუშვება

საქართველოს ახალგაზრდა ენერგეტიკოსთა ასოციაციამ გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტთან ერთად დაასრულა პროექტი მდგრადი ენერგეტიკის პოლიტიკური ეკონომიკის ახალი კურსის შემუშავების მიზნით. პროექტი დაფინანსდა G-PAC-ის უნივერსიტეტის დახმარების საგრანტო პროგრამით. კურსის გეგმა და მასალები მომზადდა ჰიდროენერგეტიკაში ინვესტიციების ხელშეწყობის პროექტის (HIPP) ენერგეტიკული ბაზრების ექსპერტის ვალერი ვლაჩკოვის რეკომენდაციების საფუძველზე. კურსის მასალების რედაქტირება განახორციელა ეკონომიკური მეცნიერების დოქტორმა დემურ ჩომახიძემ და გამოიცა წიგნის სახით. ახალი კურსი დაიწყო 2013 წლის შემოდგომის სემესტრიდან გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ენერგეტიკული მენეჯმენტის მოდულის მაგისტრატურის სტუდენტებისათვის.
  • Date მარტი 13, 2017
  • Tags განხორციელებული