საპილოტე პროექტი: თანამედროვე ენერგეტიკული ბიზნესის სწავლება თანამედროვე სწავლების ტექნოლოგიებით
Iset ზანდუკელის ქ #16, თბილისირა? ტრენინგი - კურსი ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის ბაზრების მუშაობის პრინციპები: ეკონომიკური, ტექნიკური, ბიზნეს და სამართლებრივი (რეგულირება) ასპექტები ; სად? ქ. თბილისი, ზანდუკელის ქ #16, აისეტის შენობა. ინტერაქტიული ტრენინგების ოთახი #3.13 როდის? 18 მარტიდან- 8 აპრილის ჩათვლით, 2017. ყოველ შაბათს, 12:00- 16:00 (შესვენბაზე ყავაზე 30 წთ); ----------------------------------------------------------------- ტრენინგი გათვლილია ენერგეტიკის სექტორში დასაქმებული ექსპერტებისთვის, ჟურნალისტებისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, სტუდენტებისთვის და ზოგადად ენერგეტიკის, ეკონომიკის, ფინანსების, სამართლის და ბიზნესით დაინტრესებული პირებისათვის. თუ თქვენ გსურთ გაამყაროთ თქვენი ცოდნა ენერგეტიკის სექტორის ტექნიკური საკითხებში (დამწყებთათვის: საზომი ერთეულები (კვტ. კვ, კკალ, სტანდარტული მ3), გამტარუნარიაობების განსაზღვრა (გაზსადენი, გადმცემი ხაზი), სხვადასხვა ტიპის გენერაციის ობიექტების ტექნოლოგიური თავისებურებების გააზრება ენერგეტიკაში), გაანალიზოთ რას მოითხოვს ევროპის ენერგეტიკული კანონმდებლობა, რა არის ბუნებრივი მონოპლია და რა არის ენერგეტიკაში კონკურენტული სეგმენტი; გსურთ გაიგოთ როგორ მუშაობს საქართველოს ელექტროენერგეტიკული და ბუნებრივი გაზის ბაზრები, რას გულისხმობს ენერგეტიკის რეგულირება, რა შედის მარეგულირებელი კომისიის ფუნქციებში; გაიგოთ როგორ მუშაობს ელექტროენერგიის და ბუნებრივი გაზის საბალანსო ბაზარი, ერთ-დღით ადრე ბაზარი, ფიუჩერსები და კონტრაქტები, ენერგეტიკაში - ითამაშოთ "ერთი დღით ადრე ბაზრის" სიმულაციური თამაში; პრაქტიკული მაგალითზე გაიაზროთ ენერგეტიკული პროექტების მენეჯმენტი, რა ტექნიკურ-ეკონომიკური ფაქტორები უნდა გავითვალისწინოთ ახალი ელექტროსადგურის მშენებლობისას (საქართველოს მაგალითზე); და სხვა მონათესავე საკითხები. ტრენერების შესახებ: ივანე პირველი - ენერგო ბაზრებისა და ენერგეტიკული პოლიტიკის მკვლევარი, საქართველოს ახალგაზრდა ენერგეტიკოსთა ასოციაციის პრეზიდენტი (www.exergy.ge), სტუ-ს დოქტორანტი ზვიად გაჩეჩილაძე - ტექნიკურ […]