მოგვწერეთ info@exergy.ge
ელექტროენერგეტიკული პოლიტიკის მოდელირებისა და ანალიზის ახალი კურსის შემუშავება

ელექტროენერგეტიკული პოლიტიკის მოდელირებისა და ანალიზის ახალი კურსის შემუშავება

საქართველოს ახალგაზრდა ენერგეტიკოსთა ასოციაციამ გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტთან ერთობლივი პროექტი განახორციელა. პროექტის ფარგლებში შემუშავდა ელექტროენერგეტიკული პოლიტიკის მოდელირებისა და ანალიზის ახალი კურსი, რომლის მიზანი გახლდათ გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის არსებული ენერგეტიკის მართვის სამაგისტრო პროგრამის გაუმჯობესება. კურსის შემუშვება დაფინანსდა G-PAC-ის უნივერსიტეტის დახმარების საგრანტო პროგრამით. კურსის გეგმა და მასალები მომზადდა ჰიდროენერგეტიკაში ინვესტიციების ხელშეწყობის პროექტის (HIPP) ენერგეტიკული ბაზრების ექსპერტის ვალერი ვლაჩკოვის რეკომენდაციების საფუძველზე. კურსის მასალების რედაქტირება განახორციელა ეკონომიკური მეცნიერების დოქტორმა დემურ ჩომახიძემ და გამოიცა წიგნის სახით. კურსი მოიცავს ელექტროენერგეტიკული პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს, სექტორის რეგულირების თავისებურებებს, სექტორის განვითრების სოციალურ და ეკონომიკურ ასპექტებს, ელექტროენერგეტიკული ბაზრების ფუნქციონირების მახასიათებლებს. კურსის მიზანი გალდათ სტუდენტებისათვის ელექტროენერგეტიკული პოლიტიკის ანალიზის, მოდელირების და დაგეგმვის უნარ-ჩვევების გამომუშავება. ახალი კურსი დაიწყო 2013 წლის გაზაფხულის სემესტრიდან გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ენერგეტიკული მენეჯმენტის მოდულის მაგისტრატურის სტუდენტებისათვის.
  • Date მარტი 13, 2017
  • Tags განხორციელებული