მოგვწერეთ info@exergy.ge
Loading Events

« All Events

  • This event has passed.

საპილოტე პროექტი: თანამედროვე ენერგეტიკული ბიზნესის სწავლება თანამედროვე სწავლების ტექნოლოგიებით

მარტი 18, 2017 @ 12:00 pm - აპრილი 8, 2017 @ 4:00 pm

რა?  ტრენინგი – კურსი ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის ბაზრების მუშაობის პრინციპები: ეკონომიკური, ტექნიკური, ბიზნეს და სამართლებრივი (რეგულირება) ასპექტები ;

სად? ქ. თბილისი, ზანდუკელის ქ #16, აისეტის შენობა. ინტერაქტიული  ტრენინგების ოთახი #3.13

როდის?  18 მარტიდან- 8 აპრილის ჩათვლით, 2017. ყოველ შაბათს, 12:00- 16:00 (შესვენბაზე ყავაზე 30 წთ);

—————————————————————–

ტრენინგი გათვლილია ენერგეტიკის სექტორში დასაქმებული ექსპერტებისთვის, ჟურნალისტებისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, სტუდენტებისთვის და ზოგადად ენერგეტიკის, ეკონომიკის, ფინანსების, სამართლის და ბიზნესით დაინტრესებული პირებისათვის.

 

  • თუ თქვენ გსურთ გაამყაროთ თქვენი ცოდნა ენერგეტიკის სექტორის ტექნიკური საკითხებში (დამწყებთათვის: საზომი ერთეულები (კვტ. კვ, კკალ, სტანდარტული მ3), გამტარუნარიაობების განსაზღვრა (გაზსადენი, გადმცემი ხაზი), სხვადასხვა ტიპის გენერაციის ობიექტების ტექნოლოგიური თავისებურებების გააზრება ენერგეტიკაში),
  • გაანალიზოთ რას მოითხოვს ევროპის ენერგეტიკული კანონმდებლობა, რა არის ბუნებრივი მონოპლია და რა არის ენერგეტიკაში კონკურენტული სეგმენტი;
  • გსურთ გაიგოთ როგორ მუშაობს საქართველოს ელექტროენერგეტიკული და ბუნებრივი გაზის ბაზრები, რას გულისხმობს ენერგეტიკის რეგულირება, რა შედის მარეგულირებელი კომისიის ფუნქციებში;
  • გაიგოთ როგორ მუშაობს ელექტროენერგიის და ბუნებრივი გაზის საბალანსო ბაზარი, ერთ-დღით ადრე ბაზარი, ფიუჩერსები და კონტრაქტები, ენერგეტიკაში – ითამაშოთ “ერთი დღით ადრე ბაზრის” სიმულაციური თამაში;
  • პრაქტიკული მაგალითზე გაიაზროთ ენერგეტიკული პროექტების მენეჯმენტი, რა ტექნიკურ-ეკონომიკური ფაქტორები  უნდა გავითვალისწინოთ ახალი ელექტროსადგურის მშენებლობისას (საქართველოს მაგალითზე);
  • და  სხვა მონათესავე საკითხები.

ტრენერების შესახებ:

  1. ივანე პირველი – ენერგო ბაზრებისა და ენერგეტიკული პოლიტიკის მკვლევარი, საქართველოს ახალგაზრდა ენერგეტიკოსთა ასოციაციის პრეზიდენტი (www.exergy.ge), სტუ-ს დოქტორანტი
  2. ზვიად გაჩეჩილაძე – ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, ასოცირებული პროფესორი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში; ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს მარეგულირებელი საბჭოს ელქტროენერგეტიკული ბაზრების მონიტორინგის მიმართულების ხელმძღვანელი;
  3. ნუგზარ ბერიძე – ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, მოწვეული ლექტორი ენერგეტიკის რეგულირებასა და ბიზნესში, ენერგომენჯემნტის სამაგისტრო პროგრამა, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი;
  4. ლეონტინა გალდავა – ჰესების დეველოპერი (საპარტნიორო ფონდი), სამშენებლო ინჟინერიის დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი.
  5. ტრენინგის სიმულაციური თამაშების კოორდინატორები: ირაკლი გალდავა (ენერგო ეკონომისტი, მოწვეული ლექტორი, GIPA), თსუ-ს დოქტორანტი და ნიკოლოზ სუმბაძე (ენერგო- ეკონომისტი, მოწვეული ლექტორი ენერგეტიკის ბიზნესში გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი), თსუ-ს დოქტორანტი.ფასი:  ტრენინგის საფასურში შედის თითეული ლექცია – ტრენინგის სლაიდები და ასევე ინტერაქტიული დაფის საშუალებით შექმნილი ინფორმაცია. საფასური მოიცავს კოფი გრეიქის ღირებულებას.

ვინაიდან აღნიშნული პროექტი ასოციაციის სამომავლო ტრენინგ-კურსების საპილოტე ვერსიას წარმოადგენს, საფასო პოლიტიკა ეფუძნება სხვადასხვა მიზნობრივი ჯგუფების ე.წ. გადახდისთვის მზადყოფნის (willingness to pay) კვლევას. შესაბამისად განსაზღვრულია თოთეული მიზნობრივი ჯგუფის ქვოტა და საფასური

საფასური ქვოტა
ენერგეტიკის სექტორში დასაქმებულები 300 5
ენერგეტიკის ფაკულტეტის სტუდენტები 50 5
არა- ენერგეტიკულ სექტორში დასაქმებულები 500 5
არა- ენერგეტიკული ფაკულტეტების სტუდენტები 100 5

 

სელექციის შემთხვევაში შესაძლოა საჭირო გახდეს მითითებული სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა.

შერჩევისას უპირატესობა მიენიჭება უფრო ადრე დარეგისტირებული კანდიდატურას და გათვალისწინებული იქნება ქვოტების შეზღუდვა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე:  info@exergy.ge; Subject-ში მიუთითეთ, ტრენინგი_ენერგეტიკა_18.03.2017;

კანდიდატურების მიღება იწარმოებს 17 მარტს 15:00 -მდე. იჩქარეთ! შერჩეული კანდიდატურები ელექტრონულ შეტყობინებას მიიღებენ 17 მარტს 17:00-მდე.

შერჩეულმა კანდიდატებმა  გადახდის დამადასტურებელი დოკომენტი უნდა წარმოადგინოთ 18 მარტს, 11:00- მდე.

საავტორო უფლებები: ივანე პირველი.

ლექციების მსვლელობისას გამოიყენება ინტერაქტიული, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი დაფა. ხდება დაფაზე დაწერილი ან დახაზული გრაფიკების შენახვა, რაც ხელს უწყობს ტრენინგის ეფექტურობის ზრდას. მასალები სლაიდის სახით გადაეცემა მსმემნელს.

Details

Start:
მარტი 18, 2017 @ 12:00 pm
End:
აპრილი 8, 2017 @ 4:00 pm

Organizer

საქართველოს ახალგაზრდა ენერგეტიკოსთა ასოციაცია
Email
info@exergy.ge
View Organizer Website

Venue

Iset
ზანდუკელის ქ #16
თბილისი, Georgia
+ Google Map