- This event has passed.
საპილოტე პროექტი: თანამედროვე ენერგეტიკული ბიზნესის სწავლება თანამედროვე სწავლების ტექნოლოგიებით
მარტი 18, 2017 @ 12:00 pm - აპრილი 8, 2017 @ 4:00 pm
რა? ტრენინგი – კურსი ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის ბაზრების მუშაობის პრინციპები: ეკონომიკური, ტექნიკური, ბიზნეს და სამართლებრივი (რეგულირება) ასპექტები ;
სად? ქ. თბილისი, ზანდუკელის ქ #16, აისეტის შენობა. ინტერაქტიული ტრენინგების ოთახი #3.13
როდის? 18 მარტიდან- 8 აპრილის ჩათვლით, 2017. ყოველ შაბათს, 12:00- 16:00 (შესვენბაზე ყავაზე 30 წთ);
—————————————————————–
ტრენინგი გათვლილია ენერგეტიკის სექტორში დასაქმებული ექსპერტებისთვის, ჟურნალისტებისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, სტუდენტებისთვის და ზოგადად ენერგეტიკის, ეკონომიკის, ფინანსების, სამართლის და ბიზნესით დაინტრესებული პირებისათვის.
- თუ თქვენ გსურთ გაამყაროთ თქვენი ცოდნა ენერგეტიკის სექტორის ტექნიკური საკითხებში (დამწყებთათვის: საზომი ერთეულები (კვტ. კვ, კკალ, სტანდარტული მ3), გამტარუნარიაობების განსაზღვრა (გაზსადენი, გადმცემი ხაზი), სხვადასხვა ტიპის გენერაციის ობიექტების ტექნოლოგიური თავისებურებების გააზრება ენერგეტიკაში),
- გაანალიზოთ რას მოითხოვს ევროპის ენერგეტიკული კანონმდებლობა, რა არის ბუნებრივი მონოპლია და რა არის ენერგეტიკაში კონკურენტული სეგმენტი;
- გსურთ გაიგოთ როგორ მუშაობს საქართველოს ელექტროენერგეტიკული და ბუნებრივი გაზის ბაზრები, რას გულისხმობს ენერგეტიკის რეგულირება, რა შედის მარეგულირებელი კომისიის ფუნქციებში;
- გაიგოთ როგორ მუშაობს ელექტროენერგიის და ბუნებრივი გაზის საბალანსო ბაზარი, ერთ-დღით ადრე ბაზარი, ფიუჩერსები და კონტრაქტები, ენერგეტიკაში – ითამაშოთ “ერთი დღით ადრე ბაზრის” სიმულაციური თამაში;
- პრაქტიკული მაგალითზე გაიაზროთ ენერგეტიკული პროექტების მენეჯმენტი, რა ტექნიკურ-ეკონომიკური ფაქტორები უნდა გავითვალისწინოთ ახალი ელექტროსადგურის მშენებლობისას (საქართველოს მაგალითზე);
- და სხვა მონათესავე საკითხები.
ტრენერების შესახებ:
- ივანე პირველი – ენერგო ბაზრებისა და ენერგეტიკული პოლიტიკის მკვლევარი, საქართველოს ახალგაზრდა ენერგეტიკოსთა ასოციაციის პრეზიდენტი (www.exergy.ge), სტუ-ს დოქტორანტი
- ზვიად გაჩეჩილაძე – ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, ასოცირებული პროფესორი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში; ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს მარეგულირებელი საბჭოს ელქტროენერგეტიკული ბაზრების მონიტორინგის მიმართულების ხელმძღვანელი;
- ნუგზარ ბერიძე – ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, მოწვეული ლექტორი ენერგეტიკის რეგულირებასა და ბიზნესში, ენერგომენჯემნტის სამაგისტრო პროგრამა, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი;
- ლეონტინა გალდავა – ჰესების დეველოპერი (საპარტნიორო ფონდი), სამშენებლო ინჟინერიის დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი.
- ტრენინგის სიმულაციური თამაშების კოორდინატორები: ირაკლი გალდავა (ენერგო ეკონომისტი, მოწვეული ლექტორი, GIPA), თსუ-ს დოქტორანტი და ნიკოლოზ სუმბაძე (ენერგო- ეკონომისტი, მოწვეული ლექტორი ენერგეტიკის ბიზნესში გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი), თსუ-ს დოქტორანტი.ფასი: ტრენინგის საფასურში შედის თითეული ლექცია – ტრენინგის სლაიდები და ასევე ინტერაქტიული დაფის საშუალებით შექმნილი ინფორმაცია. საფასური მოიცავს კოფი გრეიქის ღირებულებას.
ვინაიდან აღნიშნული პროექტი ასოციაციის სამომავლო ტრენინგ-კურსების საპილოტე ვერსიას წარმოადგენს, საფასო პოლიტიკა ეფუძნება სხვადასხვა მიზნობრივი ჯგუფების ე.წ. გადახდისთვის მზადყოფნის (willingness to pay) კვლევას. შესაბამისად განსაზღვრულია თოთეული მიზნობრივი ჯგუფის ქვოტა და საფასური
საფასური | ქვოტა | |
ენერგეტიკის სექტორში დასაქმებულები | 300 | 5 |
ენერგეტიკის ფაკულტეტის სტუდენტები | 50 | 5 |
არა- ენერგეტიკულ სექტორში დასაქმებულები | 500 | 5 |
არა- ენერგეტიკული ფაკულტეტების სტუდენტები | 100 | 5 |
სელექციის შემთხვევაში შესაძლოა საჭირო გახდეს მითითებული სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა.
შერჩევისას უპირატესობა მიენიჭება უფრო ადრე დარეგისტირებული კანდიდატურას და გათვალისწინებული იქნება ქვოტების შეზღუდვა.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: info@exergy.ge; Subject-ში მიუთითეთ, ტრენინგი_ენერგეტიკა_18.03.2017;
კანდიდატურების მიღება იწარმოებს 17 მარტს 15:00 -მდე. იჩქარეთ! შერჩეული კანდიდატურები ელექტრონულ შეტყობინებას მიიღებენ 17 მარტს 17:00-მდე.
შერჩეულმა კანდიდატებმა გადახდის დამადასტურებელი დოკომენტი უნდა წარმოადგინოთ 18 მარტს, 11:00- მდე.
საავტორო უფლებები: ივანე პირველი.
ლექციების მსვლელობისას გამოიყენება ინტერაქტიული, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი დაფა. ხდება დაფაზე დაწერილი ან დახაზული გრაფიკების შენახვა, რაც ხელს უწყობს ტრენინგის ეფექტურობის ზრდას. მასალები სლაიდის სახით გადაეცემა მსმემნელს.